en
ge

ქსელური მზაობის ინდექსი 2014: საქართველო მზარდი განვითარების ქვეყნებს შორის

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული კვლევის – გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების ანგარიშის მიმოხილვას. კვლევა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეფექტური გამოყენების შედეგებს ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის საქმეში. აღნიშნული კვლევის მიხედვით დგინდება ქვეყნების ქსელური მზაობის ინდექსი.
ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველომ წინა წელთა შედარებით 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიცია. „საქართველო 2013 წელს ქსელური მზაობის ინდექსით 3.93 ქულით (7-დან) 65-ე ადგილს იკავებდა, დღეს იგი 60-ე ადგილზეა (148 ქვეყანას შორის), 4.1-იანი მაჩვენებლით. ზოგადად, ანგარიშში საქართველო სომხეთთან, ყაზახეთთან, პანამასთან, ყატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, „მზარდ ვარსკვლავთა" ("Rising Star”) კატეგორიაშია მოქცეული. ეს გულისხმობს, რომ მისი ქულა საშუალოზე მაღალია და საშუალოზე სწრაფად იზრდება. ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები მკვეთრი პოზიტიური ცვლილებებით გამოირჩევიან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)