თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კუს ტბაზე დახმარების „ქუჩის აქცია” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ადამიანების ცოდნის ამაღლება პირველი დახმარების შესახებ და წითელი ჯვრის საზოგადოების, როგორც პირველი დახმარების განმახორციელებლის - პროვაიდერის პოპულარიზაცია.
აქციის განმავლობაში წიტელი ჯვრის მოხალისეები არიგებდნენ საგანმანათლებლო - საინფორმაციო ლიფლეტებს კუს ტბის ტერიტორიაზე. საზოგადოების მოხალისეებმა ასევე ჩაატარეს პირველი დახმარების ტრენინგიც.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში