en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტის განხილვა თელავში

კახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 9 ივლისს, თელავში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია-განხილვა მოაწყო.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მექანიზმების ჩამოყალიბებას, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მიზნით.
პრეზენტაცია-განხილვას დაესწრნენ კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კონცეფციის დოკუმენტის განხილვას გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში გამართავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)