en
ge

კვლევა ბიზნეს სფეროების მიხედვით

თბილისი. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ატარებს კვლევას ბიზნეს სფეროების მიხედვით. კვლევის მიზანია საქართველოს ბიზნესში არსებული მდგომარეობის განსაზღვრა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და შეფასება.
კვლევის ფარგლებში ორგანიზაცია კონსულტაციებს გაუწევს მეწარმეებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
კვლევა ჩატარდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო ინფორმაციის ბაზაზე, რომლის ფარგლებშიც სატელეფონო გასაუბრებით და ელ-ფოსტის მეშვეობით გამოკითხული იქნება სამი ათასი კომპანია.
კვლევის შედეგების საფუძველზე ასოციაცია მოამზადებს კვლევის ანგარიშს, რომელიც წარედგინება მეწარმეებს თავიანთი ბიზნესის საქმიანობის სფეროების მიხედვით.
აღნიშნული საკითხების ფარგლებში მეწარმეები შეძლებენ მიიღონ საკონსულტაციო მომსახურეობა, რომელიც მათ დაეხმარებათ დაგეგმონ მომავალი ფინანსური და სტრატეგიული მიზნები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)