თბილისი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიამ პირველი სახდომა გამართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა განიხილეს კომისიის დებულებები და დასახეს მიზნები და ამოცანები. კომისიის მიზანია იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღწევად.
კომისია შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე. ითანამშრომლებს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებთან და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან.
კომისია 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან არანაკლებ 2/3 უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სამეცნიერო წრეებიდან, შესაბამისი პროფილის სახელმწიფო ინსტიტუტების და არასამტავრობო ორგანიზაციებიდან.
კომისია სხდომებს თვეში ერთხელ გამართავს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში