en
ge

მოქალაქეთა ჩართულობის გასააქტიურებლად – ტრენინგი ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 10 ივლისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგს არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მედიის და თემის აქტიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგი შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „მოქალაქეების თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა" – ფარგლებში.
პროექტს სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცე"–სთან პარტნიორობით, ორ ქვეყანაში – საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება.
პროექტის განხორციელება 2014 წლის 1 მაისს დაიწყო და 31 აგვისტოს დამთავრდება. შემაჯამებელი კონფერენცია სომხეთში გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)