იმერეთი. „თაობათა დიალოგის" ოფისში პროგრამის - „სემინარი ყველაფერზე და ყველასთვის" - ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა. სემინარის თემა იყო - „გაცვლითი და სასწავლო პროგრამები უცხოეთში". შეხვედრაზე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია თუ როგორ და რა პროგრამის ფარგლებში შეიძლება ისწავლონ საზღვრებს მიღმა, კონკრეტულ სასწავლო პროგრამას რა მოთხოვნები გააჩნია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ განათლება უცხოეთში მიიღონ და რა ხანგრძლივობის პროგრამებით შეუძლიათ უცხოეთში წასვლა.
სემინარის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცათ სერთიფიკატები.აღნიშნული სემინარები მომავალშიც გაიმართება და მასზე დასწრების საუშალება ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს.