თბილისი. ქალთა ფონდი საქართველოში ასოციაცია არტისტერიუმთან და ევროპის სახლთან თანამშრომლობით ახორცილებს პროექტს - „მისი სახლი"- უსახლკარო, მარტოხელა დედების მხარდასაჭერად.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ინტერიერის დიზაინის, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. საგამოფენო ექსპონატებით მოეწყობა „გამოფენა-ოთახი", სადაც ყველა ნივთი გაიყიდება. საკუთარი სახლისთვის შეძენილი ნივთისთვის გაღებული თანხით, მყიდველი შეძლებს დაეხმაროს მათ, ვისაც საკუთარი ოთახი არ გააჩნია.
ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება უსახლკარო მარტოხელა დედებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში