იმერეთი. საერთაშორისო ორგანიზაციამ PH-international და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით დაიწყო „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა".
პროგრამის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისათვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა ინგლისურ ენის შესწავლისა, პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ამერიკულ კულტურასა და ექნებათ შესაძლებლობა, განივითარონ ლიდერული უნარ–ჩვევები.
პროგრამა განკუთვნილია 13-15 წლამდე მოზარდებისათვის და იგი ქუთაისის გარდა ხორციელდება ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში.
პროგრამის ფარგლებში ქუთაისში შეირჩა 25 მოსწავლე. ისინი 2 ჯგუფში განაწილდნენ. პროგრამა ასევე გულისხმობს ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკის მოწყობას.
წყარო: kedec.ge