en
ge

თანამშრომლობის მემორანდუმი ქველმოქმედებისთვის

აჭარა. 14 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცეტრში დოროთეა პარკელის  საქველმოქმედო ფონდსა და ტელეარხ 25-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მეომარნდუმის მიზანი საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა. თანამშრომლობა ძირითადად გამოიხატება საქველმოქმედო აქციების ერთობლივად დაგეგმვაში, განხორციელებასა და გაშუქებაში. ფონდის ხელმღვანელის განცხადებით მედია საშუალებების ჩართვა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში დიდ სარგებელს მოუტანს ფონდის ბენეფიციარებს. ტელევიზიის საშუალებით უფრო მეტად მოხდება  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების პრობლემების წარმოჩენა, რაც თავის მხრივ იქონიებს ზეგავლენას საზოგადოების ცნობიერებაზე და რაღაც დოზით გაზრდის მათ ინტერესს საქველმოქმედო საქმიანობის მიმართ.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)