en
ge

ტრენინგი - „სიძულვილის ენა კონფლიქტის გაშუქებისას“

თბილისი. „ინტერნიუსი-საქართველომ" ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამართა სამდღიანი ტრენინგი, რომლის თემა იყო სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქებისას, სამშვიდობო ჟურნალისტიკა.
სემინარი ჩატარდა პროექტის - „კონფლიქტების სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" - ფარგლებში, რომელიც არის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი პროექტი დამოიცავს კონფლიქტურ რეგიონებს - ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სემინარების ციკლი კონფლიქტების გაშუქების თემაზე. ყოველი თემატური სემინარის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს და მეთოდურ მითითებებს.
პირველი სემინარი გაიმართა 9-11 ივლისს, თბილისში „ინტერნიუსის" ოფისში. მას უძღვებოდნენ Media.Ge-ს თანამშრომლები, ასევე მოწვეული ექსპერტი მედიის განვითარების ფონდიდან.
წყარო: media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)