თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. „გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია GDS-ის ეთერით 9 ივლისს გასულ გადაცემა "ბინა 18"-ის ფრაგმენტს, რომელიც ქალის სხეულის დამამცირებელ ვიზუალიზაციას შეიცავდა. ვთვლით, რომ გადაცემის ეს მონაკვეთი ქალთა და მამაკაცთა როლის ღიად სექსისტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და საზოგადოებაში არსებული მანკიერი სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც სათანადო შეფასებას საჭიროებს. ... მივიჩნევთ, რომ იმ ტელეკომპანიისთვის, რომელსაც პრეტენზია არა ტაბლოიდურ ჟურნალისტიკაზე, არამედ მომავალში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაზე აქვს, სექსისტური შინაარსის ტირაჟირება, რომელიც ქალთა მიმართ უთანასწორობის გაღრმავებას უწყობს ხელს, მიუღებელი უნდა იყოს”, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
წყარო: tdigeorgia.wordpress.com