en
ge

კოალიციის - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - ახალი თავმჯდომარე და მოადგილე

თბილისი. 14 ივლისს, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მმართველმა კომიტეტმა ახალ თავმჯდომარედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აირჩიეს. ორივე ორგანიზაცია კოალიციაში სასამართლოს მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს და ჩართულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში.
კოალიცია 2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბდა და 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ძალისხმევის გაერთიანება.
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023