თბილისი. ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის" ორგანიზებით 13 ივლისს თბილისის ველოკვირეულის ფარგლებში ველომარათონი გაიმართა. პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი წესის დანერგვა და საქართველოში ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის საშუალების პოპულარიზაცია. მარათონში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო.
ღონისძიება გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ახალგაზრდული ასოციაციის ,,დრონისა” და ველოსპორტის ეროვნული ფედერაციისა ორგანიზებით.
წყარო: cspinfo.ge