აჭარა. 14 ივლისს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში, ფონდის - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენელმა ორი პროექტის - ,,სუფთა ჰაერი საქართველოსთვის" და ,,მეგობრული გზების" პრეზენტაცია გამართა. პროექტების მიზანია მოსახლეობის ყურადღების მიპყრობა საკითხებზე: ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედება, საწვავის დაზოგვა, ველო ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოება და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის ბენეფიციარები, მოხალისეები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ და პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე, ემსჯელათ და დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები. ქობულეთში მოხალისეებმა საინფორმაციო მასალები გაავრცელეს, დამონტაჟდა ჰაერის ხარისხის გამზომი სენსორები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში