თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც მიმართავენ საქართველოს მთავრობას ნეთბუქების შეძენის ტენდერის შესახებ.
„...საქართველოს მთავრობას მიმართავს, დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე ტენდერში წარმოშობილი სირთულეები და გონივრულ ვადაში მოხდეს კონტრაქტორი კომპანიის დასახელება, რომელიც საგანმანათლებლო სკოლის პირველკლასელების ნეთბუქით უზრუნველყოფას შეძლებს..", ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში