თბილისი. 15 ივლისს ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა - „პირადი ცხოვრების უფლება საქართველოში".
მრგვალი მაგიდა პროექტის - „სტრატეგიული სამართალწარმოება და კამპანიები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად" - ფარგლებში გაიმართა. პროექტს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ფონდ „ღია საზოგადოების" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში კონსტიტუციის-42 მუხლი აწარმოებს რამოდენიმე საქმეს, სადაც ადგილი აქვს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას.
პროექტის ფარგლებში განხილული საქმეების მიხედვით ბენეფიციართა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა განხორციელდა ჟურნალისთა მიერ. კერძოდ, ბენეფიციართა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა გამოწვეულია ჟურნალისტთა მიერ პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ბენეფიციართა ნებართვის გარეშე გავრცელებით.
აღნიშნული პროექტის განხორციელება 2013 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და 2014 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში