სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. შეხვედრების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მექანიზმების ჩამოყალიბებას, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მიზნით.
შეხვედრები უკვე გაიმართა გორში, თელავში, ქუთაისში, ახალციხესა და ზუგდიდში. რეგიონულ ტურნეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 18 ივლისს, ბათუმში დაასრულებს.