en
ge

საია პროკურატურას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართავს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართავს. „15 ივლისს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა ...  საიას ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. საქმე ეხება აღნიშნულ დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ ე.წ. ,,ციხის მაყურებლების" პრობლემას. ...დასახელებული ფაქტები დაუყოვნებლივ შესწავლას მოითხოვს. დაუშვებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონკრეტული პატიმრების მხრიდან გავლენის მოპოვების და ციხის ადმინისტრაციის საქმიანობაში მათი ჩარევის პრაქტიკის არსებობა, მით უმეტეს თუ ამის შედეგად სხვა პატიმრების უფლებები ირღვევა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)