კახეთი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია, „ჩემი სოფელი 2008"-ის ინიციატივით ჩატარდა.
ფილმის ჩვენებას საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ფილმის ჩვენებამ საინტერესოდ ჩაიარა, რომლის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.