თბილისი. 16 ივლისს, გაეროს სახლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის - „დაბერება საქართველოში" - დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებმა ხანდაზმულებმა მიიღეს და თავიანთი ნაშრომებით შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს: რას ნიშნავს დაბერება საქართველოში, რომელია ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილები და რჩევები, რომლებსაც ახალ თაობას გაუზიარებდით. რას შეცვლიდით საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის ჩარჩოში.
კონკურსში სულ 43 თხზულება შევიდა, ავტორებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ. თხზულებები სპეციალურ გამოცემაში დაიბეჭდება.
წყარო: „ღირსეული სიბერის" გვერდი სოციალურ ქსელში