en
ge

ახალგაზრდობის სასახლეში სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე აღნიშნეს

ახალგაზრდობის სასახლეში სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე აღნიშნეს
თბილისი. „სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე არის განსაკუთრებული დღე სოციალურ მუშაკთათვის, რათა აღიარებულ და დაფასებულ იქნას მათი წვლილი საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში". – ნათქვამია არასამთვრობო ორგანიზაციის „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ ღონისძიება ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მას ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, სოციალური მუშაობის სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აუდიტორიას მიმართეს მოწვეულმა სტუმრება, მათ შორის სიტყვით გამოვიდა ქალბატონი ჰოლი ჰოლცერ ბასი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლე. ქალბატონმა ჰოლცერ ბასმა ისაუბრა სოციალური მუშაობის პროფესიის სხვადასხვა ასპექტებზე.
„სოციალური მუშაობა არის ძნელი, იმიტომ რომ თქვენ მუშაობთ ადამიანებთან, რომლებიც გთხოვენ, რამე შეცვალოთ მის ცხოვრებაში. ეს ძალიან რთულია" – აღნიშნა ელჩის მეუღლემ. ჰოლი ჰოლცერ ბასი თავად არის სოციალური მუშაკი და ასევე დიპლომატი, შეხვედრაზე მან რამდენიმე პირადი შემთხვვევაც გაიხსენა მისი სოციალური მუშაობის პრაქტიკიდან.

აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სალომე ნამიჭეიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სოციალური მუშაკის ჩართულობის აუცილებლობას. ამავე ღონისძიებაზე მოეწყო პრეზენტაცია ასოციაციის ინიციატივის „მოხალისე სოციალური მუშაკები ჩვენი საზოგადოების წევრების მხარდასაჭერად", რომლის მიზანია მოხალისეობრივ საქმიანობაში სოციალური მუშაკების გააქტიურება. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, გაიმართა დაჯილდოვება ასოციაციის საპატიო წევრებისა და სოციალურ მუშაობაში საუკეთესო სტუდენტური ინიციატივისთვის.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" 20 დან 26 მარტის ჩათვლით მართავს სოციალური მუშაობის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)