კახეთი. 16 ივლისს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,გლოუსმა" ახმეტაში პროგრამის „წყალშემკრები აუზის მართვის" ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სოციალურ - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
პროგრამამ მოიცვა რიონისა და ალაზან - ივრის წყალშემკრები აუზების ოთხი საპილოტე ტერიტორია.
პროგრამის კონსულტანტის თქმით, ,,ერთი პროგრამის ფარგლებში რეგიონებში არსებული ყველა პრობლემის მოგვარება ძნელია, მაგრამ განხორციელებული პროექტებით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. სოფლების ნაწილში გაუმჯობესდა სასმელი წყლის მიწოდება, ნაწილში მოწესრიგდა სარწყავი სისტემები, ზოგგან კი მოხდა ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშეობი.