კახეთი. 16 ივლისს, სიღნაღის მუზეუმი გაიხსნა გამოფენა და გაიმართა ფილმის ჩვენება ,,დაკარგული ისტორია – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ".
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XX საუკუნის 20-40-იან წლებში რეპრესირებული ქალების ისტორიები, ხოლო დოკუმენტური ფილმი ,,ცოცხლად მოყოლილი ამბები - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ" მომზადდა იმ ზეპირი ისტორიებისა და ინტერვიუების საფუძველზე, რომელთა ჩაწერაც საბჭოთა წარსულის კვალვის ლაბორატორიამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა.
2012 წელს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხარადჭერით, განახორციელა პროექტი - ,,დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ". პროექტი ითვალისწინებს რეპრესირებული ქალების ისტორიების კვლევას და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.