en
ge

მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

თბილისი. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის განსაზღვრულია მივლინებულ მოსამართლეთა მივლინების ადგილის სასამართლოებში გადაყვანის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის შოთა გეწაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საკითხების განხილვა. ...იმედს ვიტოვებთ, რომ 17 ივლისს დანიშნული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში მოსამართლის სხვა თანამდებობაზე ,,გადაყვანის" შესახებ საკითხის დაყენება არ ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს კანონის გვერდის ავლით, უბრალო უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
სრულად... 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023