კახეთი. გურჯაანში, სოფელ კაჭრეთში, 17 ივლისს, ევროპის სამეზობლო პროგრამის პროექტის - ,,ქართული აგროწარმოების მომავალის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის სამეზებლო პოლიტიკის აგროწარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ოთხი ძირითადი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ხოსე ეჩანოვე, ადგილობრივი არასამთავრობოს სექტორის წარმოამდგენლები და ჟურნალისტები.
შეხვედრაზე განხილეს სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, აგროწარმოებისა და სურსათის უვნებლობის საკიხები, ასევე საქართველოში კოოპერაციული სისტემის განვითარება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ხოსე ეჩანოვემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.