თბილისი. 18 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2013-2014 სასწავლო წლის გამოშვება აღნიშნა. ეს იყო რიგით მეათე გამოშვება ფონდის არსებობის ისტორიაში.
საიას სასწავლო კურსებზე 2013 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა 85 სტუდენტი, რომელთაგან 23-მა სტუდენტმა მოიპოვა ფონდისა და საიას ერთობლივი დიპლომი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები ადვოკატები და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლები.
ფონდის და საიას ინიციატივითი 1 წარმატებული სტუდენტი სექტემბრის თვიდან სტაჟირებას გაივლის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში.
ამავე საღამოზე სერტიფიკატები გადაეცათ სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის 35 მოსწავლეს. მოსწავლეებს 6 თვის განმავლობაში ეკითხებოდათ ლექცია -სემინარები პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში