თბილისი. 15-19 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ ბრიჯის" ორგანიზებით მუსიკალური ფესტივალი - „კავკაზ ჯაზი" - გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ასევე მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის. ღონისძიების პარალელურად შედგა მრგვალი მაგიდების სერია, სადაც ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლებმა რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„კავკაზ ჯაზი" ყოველწლიურად 2010 წლიდან ტარდება, წელს ფესტივალს 5 წელი შეუსრულდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში