en
ge

ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში – დისკუსია ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. ,,საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში" – ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ლიბერალური ხედვების ასოციაციამ", ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გამართა. შეხვედრას სტუდენტები, მოსწავლეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრის ბოლოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
,,ლიბერალური ხედვების ასოციაცია" მსგავსი შეხვედრების გამართვას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. შეხვედრების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023