თბილისი. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. „ასოციაციის პოზიციით საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვს და, შესაბამისად, განცხადებები, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დღეიდან მოვალეობის შემსრულებლები არიან, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ...საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ბოჭავს პრეზიდენტს (შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობასაც) წამოაყენოს სხვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გარდა მოქმედი პრემიერ-მინისტრისა. სწორედ ეს გარემოება ქმნის არსებით განსხვავებას მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტასთან/უფლებამოსილების მოხსნასთან და შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyca.ge