en
ge

მოსწავლეთა მშობლები ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის

შიდა ქართლი. ცენტრი „აფხაზეთი" პროექტის „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" – ფარგლებში აგრძელებს მუშაობას სამოქალაქო კლუბების მიმართულებით სამიზნე სკოლებში. ამ მიზნით ისეთი აქტივობები დაიგეგმა, რომლებიც სოფლის თემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. კერძოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით ჩატარდა ტურნირი მინიფეხბურში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამიზნე სკოლების მოსწავლეთა მშობლები გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლიდან. შეჯიბრება ოლიმპიური წესით გაიმართა - გამარჯვებული გუნდი აგრძელებდა ბრძოლას თასისათვის, დამარცხებული კი, ეთიშებოდა ბრძოლას.
21 ივლისს ფინალური მატჩი გაიმართა სოფელ ზერტში ადგილობრივ გუნდსა და ტყვიავის გუნდს შორის. გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა. თასი მოიპოვა ზერტის თემის გუნდმა.
პროექტი - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ფხაზეთის" მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) მხარდაჭერით და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)