en
ge

სახალხო დამცველის რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

თბილისი. სახალხო დამცველი განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ საჯარო სკოლასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ფიზიკური გარემო და სანიტარულ–ჰიგიენური პირობები შეისწავლეს. ასევე, შეხვდნენ სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს.
სკოლის შენობა ავარიულია და 10 საკლასო ოთახი საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს სამინისტროს, უზრუნველყოს მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა ახალი შენობით, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზეც, დაინერგოს ინკლუზიური განათლების პროგრამა, განხორციელდეს ფინანსური და სამართლებრივი ღონისძიებები სკოლის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკური გარემოსა და სანიტარულ–ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)