კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 22 ივლისს, საქართველოს სათემო კავშირის თელავის რაიონულმა ორგანიზაციამ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას თელავის არასამთავრობო სექტორის, თელავის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ თელავის თემის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლები ესწრებოდნენ.
კახეთის სათემო კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ალიკა ტალიურის თქმით, თითოეული თემის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესწავლასა და მათი გადაჭრის გზებზე თელავის სათემო კავშირი ზონის ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად იმუშავებს.