თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქისტაურის, მატანის და ოჟიოს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისათვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების განხორცილების რეკომენდაციით მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
„საბავშვო ბაღებში არ არის შექმნილი უსაფრთხო ფიზიკური გარემო, არ არის სათანადოდ დაცული სანიტარულ–ჰიგიენური და კვების ორგანიზაციული წესები, ხელმიუწვდომელია ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლება, არ არის საკმარისი და შესაბამისი სასწავლო–სააღმზრდელო ინვენტარი და ა.შ ... აღნიშნულ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არ ხორციელდება ბავშვთა ძალადობისგან დაცვისა და მიმართვიანობის პროცედურები", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსთხოვა, გამოყოს დამატებითი ფინანსური რესურსები საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღების უფლების, უსაფრთხო და ადაპტირებული ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის, სათანადო სანიტარულ–ჰიგიენური და კვების ორგანიზაციული წესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
წყარო: www.ombudsman.ge