en
ge

„მაკლეინის ასოციაციის“ სასწავლო სემინარი თელავში

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის", ინკლუზიური განათლების შესახებ სასწავლო სემინარი ჩაატარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და შშმ პირთა მშობლები.
სასწავლო სემინარი მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას.
ნაირა ფალადაშვილი, თელავის №7 სკოლის პედაგოგი: ,,არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგები გამოუვალ სიტუაციაში ვართ თუ რა მეთოდები გამოვიყენოთ, ამის გარდა, გვინდა, რომ ბავშვმა გამოავლინოს შესაძლებლობების მაქსიმუმი, მეგობრებთან იურთიერთოს და იყოს გახსნილი, ამ საკითხებზე სასაუბროდ დღევანდელი ტრენინგი დროული და ინფორმაციულია".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)