en
ge

„სამოქალაქო ინიციატივა“ სოფლებში კულტურის სახლების გადასარჩენად

კახეთი. სამოქალაქო ინიციატივის და პროექტის ,,ჩემი სოფელის’’ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით წნორში აქცია გაიმართა.
აქცია მიზნად ისახავდა სოფელში კულტურული ცხოვრების აღორძინებას და უყურადღებოდ მიტოვებული სოფლების კულტურის სახლების გადარჩენას. სამოქალაქო ინიციატივის ნანა ბაგალიშვილის თქმით, აქციით ,,მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში სერვისების არ არსებობაზე ვამახვილებთ ყურაღებას და გვინდა, რომ შესაბამისი უწყებების, სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხმა მივაწვდინოთ. ვაპირებთ მოძრავი გამოფენის მომზადებასაც. თითოეული ფოტო სლოგანთან ერთად დაიბეჭდება ერთ ბანერზე, შემდეგ ამ ბანერებს ვატარებთ ყველა ფესტივალზე, ღია გამოფენებზე, სადაც ივლიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. ამ ფორმით ვფიქრობ, მათ მოუწევთ მეტად აქცენტირებულად იფიქრონ იმაზე, რომ კუტურული სერვისები არსებობა აუცილებელია სოფლისთვის".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)