en
ge

საიას განცხადება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. ,,მაყურებლების" სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. „16 ივლისს, საიამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში  ,,მაყურებლების" სავარაუდოდ არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა... განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, შავლეგ გურგენიძის მიერ საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას ეფუძნებოდა. ...საიას ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა შავლეგ გურგენიძე, რომელიც საიას განცხადების გავრცელების შემდგომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს”. საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ მითითებული ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
სრულად...
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023