ქვემო ქართლი. 23 ივლისს, რუსთავის სკაუტურ ცენტრში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფონდის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი სოციალური საწარმოების და სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენელთა პრეზენტაციები. პრეზენტაციების დროს სოციალური საწარმოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს განხორციელებულ საქმიანობებზე, საწარმოში არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ და წარმატებაზე, რომელსაც მიაღწიეს. სოციალური მეწარმეობა 2013 წლიდან გახდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროგრამული პრიორიტეტი და მას შემდეგ ფონდი პერიოდულად აცხადებს სხვადასხვა კონკურსებს, სადაც სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველებს შეუძლიათ შეიტანონ საპროექტო განაცხადები და შერჩევის შემთხვევაში მიიღონ საგრანტო დაფინანსება.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებისთვის ერთმანეთის საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის დამყარება.
წყარო: cse.ge