თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის უფროსკლასელები „კრწანისის ეროვნულ სასწავო ცენტრს" ეწვივნენ. მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი და როგორ ემზადებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საერთაშორისო მისიებში გამგზავრებამდე.
მოგვიანებით მოსწავლეებმა ოკუპაციის მუზეუმი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მოინახულეს. დღის ბოლოს კი მათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში