თბილისი. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელები, როგორც კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი შავი ზღვის აუზის რეგიონში". პროექტის ფარგლებში ივნისსა და ივლისში ჩატარდა ერთკვირიანი ტრენინგები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში საქართველოს შერჩეულ სამ რეგიონში: სამტრედია, დმანისი და მარტვილი. ტრენინგების თემატიკას წარმოადგენდა PACA მეთოდოლოგიის (კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილოების გზით) საკითხები. ტრენინგებს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მეწარმეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერსებული პირები.
პროექტის ფარგლებში ასევე შედგა პროექტის მენეჯმენტის შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ კატერინში. მენეჯმენტის შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიღწეული პროგრესი და განხორციელებული აქტივობები.