თბილისი. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჭიროებათა კვლევა პროექტის - „სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობების განვითარება დაბალი სამოქალაქო აქტივობის მქონე მუნიციპალიტეტებში - გახდი აქტიური მოქალაქე" - ფარგლებში. ღია კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ადგილობრივი ორგანიზაციები სამტრედიაში, მარტვილში, ყაზბეგსა და დმანისში. ორგანიზაციებმა ჩაატარეს საჭიროებათა კვლევა, რაც გულისხმობდა გამოკითხვის მეთოდს, ფოკუს-ჯგუფებსა და ინტერვიუებს.
ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა კვლევის ანგარიში, სადაც მუნიციპალიტეტების მიხედვით წარმოჩენილია ადგილობრივი პრობლემები.
წყარო: ciesr.org