აჭარა. 17 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენრტში, ახალგაზრდულმა ასოციაცია „დრონმა" გამართა შეხვედრა თემაზე – „მოხალისეობა და მოგზაურობა, რატომაც არა?!". შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ადგილობრივი მოხალისეთა კლუბი _,,ბათუსის" წევრები. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის „შევინახოთ მბრუნავი დედამიწა" მონაწილე მოხალისეების მხრიდან გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივი მოხალისეებისათვის. დისკუსია თავისუფალ რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველას შეეძლო თავისი აზრის დაფიქსირება.