en
ge

ტრენინგები ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლაში

შიდა ქართლი. საზოგადოებრივმა კავშირმა ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი"   ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის მონაწილეებისთვის ტრენინგები დაიწყო.  ორ დღიანი ტრენინგების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს   ადგილობრივ თემებში პრობლემების იდენტიფიცირების,  მათი ლობირების და ადვოკატირების  წესებს, ასევე თვითმმართველობის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
ახალგაზრდული ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა პროექტის  ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში" - ფარგლებში შეიქმნა.  პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თემების განვითარებაში,  სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის გააზრებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების პროცესის წარმართვისთვის საჭირო განათლების გაღრმავება - განმტკიცების ხელის შეწყობა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)