აჭარა. 25 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით გაიმართა დისკუსია – ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულება. იურისტებმა, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა ევროპული არჩევანის გამოწვევებზე, საფრხეებსა და მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხებზე ისაუბრეს. დისკუსის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვისა და სამართლის რეგულაციებზე, რაც ევროკავშირში გაერთიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა. მომხსენებლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევები.