en
ge

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის – უკეთ გამოვიყენოთ ღია მონაცემები

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სასარგებლო ონლაინ რესურსები ერთად შეკრიბა და ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელოს სახით გამოაქვეყნა. „ჩვენი მიზანია ჟურნალისტებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყანაში არსებული ღია მონაცემების შესახებ და ამ გზით ხელი შევუწყოთ მათ ხშირ გამოყენებას საზოგადოებისთვის საინტერესო მასალების მოსამზადებლად.
ეს სახელმძღვანელო შეიცავს როგორც სასარგებლო რესურსების ჩამონათვალს, ასევე – მითითებებს და რჩევებს ჟურნალისტებისათვის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ქართული და უცხოური მონაცემთა ბაზები", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად... 
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023