თბილისი. „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ინიციატივითა და მომავლის ფონდის სოციალური პროექტის „სიცოცხლის ხე" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება 6 თვიანი პროექტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა.
პროექტის ძირითადი მიზანია უპასუხოს იმ საჭიროებებს, რომელთა წინაშე დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ის დიდი ნაწილი, რომელთაც აღენიშნებათ სენსორული ინტეგრაციის დარღვევები და უჭირთ გარემოში ადაპტაცია, მოძრაობა, ქცევის მართვა, კომუნიკაცია, სიახლეებთან შეგუება და ა.შ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება დამხმარე სახელმძღვანელო წიგნი მშობლებისთვის და სპეციალისტებისთვის - „როგორ შევქმნათ განმავითარებელი სენსორული სათამაშოები" და დამზადდება 250 სენსორული სათამაშო. მომზადდება მინიმუმ 10 მოხალისე (მათ შორის ახალგაზრდა შშმ პირი ან მშობელი) რომელსაც შეეძლება სენსორული სათამაშოების მომზადება. შეიქმნება ასევე ვიდეო პორტალი, სადაც განთავსდება სათამაშოების შექმნის ვიდეოები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში