შიდა ქართლი. 28 ივლისს, ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყო. ღონისძიებაზე შედგა გოდერძი ჩოხელის მოთხრობის საფუძველზე გადაღებული პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „ბაკურ-ხეველი ხევსურის" - ჩვენება, ასევე განხილვა-დისკუსია.
აქტივობა დაიგეგმა პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში