აჭარა. 26–28 ივლისს, დემოკრატიის მთხრობელთა დასის წევრებმა აჭარის სამ მუნიციპალიტეტში - ქედაში, შუახევსა და ხულოში განსხვავებულ ისტორიებზე აგებული თხრობითი პერფორმანსები წარმოადგინეს. პერფორმანსების მიზანი დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზება იყო. აუდიტორია შედგებოდა, როგორც ახალგაზრდების, ასევე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან.
მსგავსი შეხვედრები ჩატარდა ბათუმში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც. ასევე იგეგმება მათი ჩატარება სამომავლოდ სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებსა თუ დაბებში.
„დემოკრატიის მთხრობელთა დასში" გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდები. ისინი დემოკრატიისა და სამოქალაქო აქტივობის მაგალითებზე ქმნიან თხრობით პერფორმანსებს და შემდგომ სხვადასხვა აუდიტორიას წარუდგენენ.
აღნიშნული პერფორმანსების წარმოდგენა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" ორგანიზებით. „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.