თბილისი. 30-31 ივლისს, პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში, ფონდმა „ტასომ" საქართველოს 10 სოფელში მოქმედ სათემო მუშაკთან საკოორდინაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
სათემო მუშაკებმა ერთმანეთს თავიანთ სოფლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ უამბეს და ფონდ „ტასოსთან" კონსულტაციაც გაიარეს თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს თვითდახმარების ჯგუფებთან სოციალური მობილიზაციის შემდეგ ეტაპზე.
პერიოდული საკოორდინაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, საგანმანათლებლო და უნარების განვითარების პროგრამის განხორციელებასთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე თემთა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
წყარო: პროექტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში