კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 31 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველადი შეფასების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარეხ მგალობლიშვილი, საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი: ,,რაც შეეხება მეორე ტურს, ორ საარჩევნო ოლქში, თელავსა და ყვარელში ვაკვირდებოდით არჩევნების მიმდინარეობას. ორივე ოლქში დაიწერა 13 საჩივარი, რომელთა უმრავლესობაც დაკმაყოფილდა. აქედან ყველაზე მეტი საჩივარი კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დაიწერა. მათი განხილვისას საოლქო კომისიაში იმ საუბნო კომისიების წევრებს ვისაც საჩივრები ეხებოდათ, შეეფარდათ სხვადასხვა დისციპლინური პასუხისმგებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაწერილი საჩივრების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო თელავის ოლქში, ვიდრე წინა ტურისგან ან წინა წლებში ჩატარებული სხვა დონის არჩევნებისგან განსხვავებით".